მიიღეთ სასურველი დეტალები უმოკლეს ვადებში
ჩვენი საამქრო გთავაზობთ მეტალის ფურცლებზე სამუშაოს, რომელიც მოიცავს (მეტალდამუშავებას ) ლაზერულ ჭრას, მოხრასა და შედუღებას.
სერვისები
ინდუსტრიული მეტალდამუშავება და CNC სერვისი
შეკვეთა
მეტალდამუშავება Qspeed Laser-ში
მას შემდეგ, რაც დაასრულებთ თქვენს ესკიზზე მუშაობას, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ იგი მეტალის ტიპისა და სისქის მითითებით. ამის შემდეგ, ჩვენ დავგეგმავთ შესაბამის სამუშაო პროცესს და ვუზრუნველვყოფთ შესრულების უმაღლეს ხარისხს.
ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ვადების კონტროლს, რათა ყოველი ეტაპი შეკვეთის წარდგენიდან საბოლოო პროდუქტის მიწოდებამდე, ზუსტად შეესაბამებოდეს სამუშაო გრაფიკს და მიმდინარეობდეს შეფერხების გარეშე.
#1 გაგვიზიარე იდეა
გამოგვიგზავნეთ თქვენი ესკიზი ან ნახაზი მეტალის ტიპთან და სისქესთან ერთად
#2 ფასის შეთავაზება
ჩვენ დაგიანგარიშებთ და შეგატყობინებთ ფასს
#3 ჩვენ ვქმნით
ჩვენ ვიყენებთ თანამედროვე აპარატებს თქვენი დიზაინის შესაქმნელად
#4 მიიღე დროულად
ჩვენ მოგაწვდით მას დაპირებულ დროს
შექმენი ნებისმიერი პროექტი ჩვენთან
ჩვენი პროფესიული მიდგომა გულისხმობს არა მზა პროდუქციის შეთავაზებას, არამედ თქვენი იდეების გარდაქმნას ზუსტად დამუშავებულ მეტალის რეალურ ფორმად — სრულად მორგებული თქვენს გემოვნებაზე.

მშენებლობა
ჩვენ გთავაზობთ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, სამშენებლო ინდუსტრიის მაღალი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, მაქსიმალური სიზუსტით და თანმიმდევრულობით, მიუხედავად მცირე თუ დიდი პროექტებისა.

ინტერიერის დიზაინი
ჩვენ დაგეხმარებით შექმნათ მეტალის უნიკალური დეკორატიული ელემენტები და დიზაინები, რომლებიც მოერგება არქიტექტურულ პროექტს. ასევე გთავაზობთ მეტალის პანელების, ფარდების, განათების დეკორაციის დამზადებას და სხვა.

არქიტექტურა
ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ კომპლექსური, ზუსტი დიზაინების რეალიზებაში, რთული ფასადური დეტალებისა და მორგებული სტრუქტურული ელემენტების შექმნის ხელშეწყობაში. ჩვენ გთავაზობთ სწრაფი მასშტაბური მოდელების შექმნას, მეტალის ჭრისა და პერფორაციის მრავალფეროვან ნიმუშებს თანამედროვე დიზაინისთვის.

სარეკლამო აბრები
ჩვენ დაგეხმარებით შექმნათ: ზუსტი, გამძლე და თქვენზე მორგებული სარეკლამო აბრების დიზაინები.
ჩვენი მომხმარებლები
ხშირად დასმული კითხვები
ფასი დამოკიდებულია შეკვეთის სირთულესა და მასშტაბზე. თქვენზე მორგებული ტარიფის გასაგებად გთხოვტ დაგვიკავშირდით
ლითონის ფურცლების მოღუნვას ვასრულებთ 180-ტონიანი TRUMPF-ის CNC წიბოღუნით (Press Brake), რაც უზრუნველყოფს უმაღლეს სიზუსტესა და გეომეტრიულ სტაბილურობას.ჩვენი ტექნიკური შესაძლებლობები:
- მაქსიმალური სიგრძე: 4 მეტრამდე ერთიან სამუშაო ზოლში.
- დაჭიმულობის ძალა: 180 ტონა.
- სიზუსტე: CNC ავტომატიზაცია უზრუნველყოფს კუთხის აბსოლუტურ სიზუსტესა და იდეალურ განმეორებადობას 4-ვე მეტრის მანძილზე.
- მასალები: შავი ფოლადი, უჟანგავი ფოლადი (Stainless Steel), ალუმინი და სხვა ინდუსტრიული შენადნობები.
(მოღუნვის მაქსიმალური სისქე დამოკიდებულია დეტალის სიგრძეზე და მასალის ტიპზე. გამოგვიგზავნეთ ნახაზი ზუსტი ტექნიკური გაანგარიშებისთვის).
ჩვენი სტანდარტული ვადა არის 5 სამუშაო დღე. მაგრამ ლაზერული ჭრის სამუშაოს ხანგრძლივობა დამოკიდებულია შეკვეთის მოცულობაზე, მასალის ზომასა და ხელმისაწვდომობაზე. როგორც სტანდარტული პრაქტიკა გვიჩვენებს, ჩვენ გაცილებით ადრე ვამთავრებთ შეკვეთებს ვიდრე საჭიროება მოითხოვს.
ჩვენ ხშირად ვამატებთ მასალებს მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე. გთხოვთ, შეგვატყობინოთ, თუ გაქვთ სპეციალური მოთხოვნა, გამოგვიგზავნოთ ელ.წერილი ან დაგვირეკოთ.
საუკეთესო ფასის მისაღებად გაზარდეთ თქვენი შეკვეთის რაოდენობა. ჩვენ კონკურენტუნარიანები ვართ დავამზადოთ მეტალის ფურცლის საშუალო და დიდი ზომის დეტელები.
აბსოლუტურად! ჩვენი ლაზერები, როგორც წესი, ჭრიან ნაკაწრების დატოვების გარეშე, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ შესაბამისი გამწმენდი ლაზერული ჭრა, რათა აღმოფხვრათ პოტენციური ნაკაწრების წარმოშობა სქელ მასალებზე. ყველა დეტალს არ აქვს საკმარისად კარგი ზედაპირი, მაგრამ ჩვენი სისტემისთვის ხელმისაწვდომია მისი გამოსწორება.
























