მეტალდამუშავების სერვისები

მეტალდამუშავების სერვისები და CNC ტექნოლოგიები

QSPEED Laser — ფურცლოვანი და პროფილური მეტალდამუშავების სრული სერვისი თბილისში.

პროფესიონალური მეტალდამუშავების სერვისები

მეტალის ლაზერული ჭრა თბილისში

მეტალის ლაზერული ჭრა

ფურცლოვანი მეტალის მაღალსიზუსტიანი ჭრა 6kW ბოჭკოვანი (Fiber) ლაზერით. ვჭრით შავ ფოლადს, უჟანგავ მეტალს, ალუმინსა და თითბერს მინიმალური ცდომილებით.

CNC მეტალის მოღუნვა

მეტალის CNC მოღუნვა

ლითონის ფურცლებისა და დეტალების მოღუნვა თანამედროვე CNC პრეს-მუხრუჭით. ნებისმიერი სირთულის კუთხე და გეომეტრიული ფორმა ზუსტი კალიბრაციით.

მეტალის შედუღება TIG MIG

მეტალის შედუღება

TIG და MIG/MAG შედუღების სერვისები გამოცდილი ოსტატების მიერ. არასტანდარტული მეტალოკონსტრუქციების აწყობა, ნაკერების დამუშავება და სერიული შეერთება.

მეტალის ჩარხვა თბილისი

მეტალის ჩარხვა და დამუშავება

დეტალების მაღალსიზუსტიანი სახარატო დამუშავება ჩარხზე. ცილინდრული, კონუსური და რთული ფორმის მეტალის ნაწილების დამზადება ნახაზის მიხედვით.

მეტალის შედუღება TIG MIG

შიდა ხრახნის ჭრა (Tapping)

სხვადასხვა დიამეტრისა და ბიჯის შიდა ხრახნების (რესბების) ამოჭრა მეტალის დეტალებში ზუსტი ინდუსტრიული სტანდარტების დაცვით.

მეტალის ჩარხვა თბილისი

მეტალის წმენდა და წიბოების ჩამოჭრა

ჭრის შემდგომი დეტალების გაწმენდა, წიბოების მოცილება და ზედაპირის საბოლოო დამუშავებ სუფთა პროდუქტის მისაღებად.

მეტალის შედუღება TIG MIG

მეტალის ქვიშაჭავლით წმენდა

ლითონის ზედაპირის ეფექტური გაწმენდა ჟანგისგან, ძველი საღებავისა და ნაგარისგან. მომზადება შეღებვამდე ან შემდგომ დამუშავებამდე.

მეტალის ჩარხვა თბილისი

სერიული წარმოება და B2B მომსახურება

დიდი მოცულობის შეკვეთების მასობრივი დამზადება მოქნილი B2B პირობებით.

რატომ ირჩევენ Qspeed Laser-ის მეტალდამუშავების სერვისებს?

თანამედროვე ინდუსტრიულ წარმოებაში სიზუსტე, სისწრაფე და მასალის ეფექტური გამოყენება გადამწყვეტია. QSPEED-ის მეტალდამუშავების სერვისები ორიენტირებულია როგორც მსხვილ B2B პარტნიორებზე, ისე ინდივიდუალურ პროექტებსა და ინჟინრებზე. ჩვენი 6kW ბოჭკოვანი (Fiber) ლაზერული აპარატურა და CNC პრეს-მუხრუჭი (CNC მომსახურება )უზრუნველყოფს უმაღლეს სიზუსტეს (±0.1 მმ ცდომილებით) ნებისმიერი სირთულის დეტალის დამზადებისას.

როდესაც ირჩევთ QSPEED-ის მეტალდამუშავების სერვისებს, თქვენ იღებთ სრულ ტექნოლოგიურ ციკლს ერთ სივრცეში:

  • ოპერატიულობა: DXF / DWG ნახაზის გამოგზავნიდან ზუსტ კალკულაციას იღებთ 15 წუთში.
  • სრული სერვისი: ფურცლოვანი ლითონის ჭრა, CNC მოღუნვა, შიდა ხრახნების ამოჭრა (Tapping), ქვიშაჭავლით წმენდა და შედუღება.
  • ხარისხის კონტროლი: ნედლეულის შემოწმებიდან მზა პროდუქციის უსაფრთხო შეფუთვამდე.

ენდეთ პროფესიონალებს — ჩვენი მეტალდამუშავების სერვისები გარანტირებულ ხარისხსა და მინიმალურ ვადებს გთავაზობთ.

რა მასალებთან ვმუშაობთ

mild steel material

შავი ფოლადი

0.1 მმ – 25 მმ

გამოყენება: კონსტრუქციული ნაწილები, სამაგრები, კარკასები და ინდუსტრიული დეტალები.

stainless steel material

უჟანგავი ფოლადი

0.1 მმ – 12 მმ

გამოყენება: აზოტით ჭრა (N2), კოროზიისადმი მდგრადი და ჰიგიენური დეტალები.

aluminum material

ალუმინი

0.1 მმ – 20 მმ

გამოყენება: მსუბუქი კონსტრუქციები, პანელები და მაღალი სიზუსტის დეტალები.

brass material

თითბერი

0.1 მმ – 12 მმ

გამოყენება: დეკორატიული ელემენტები და მაღალი ელექტროგამტარობის ნაწილები.

copper material

სპილენძი

0.1 მმ – 8 მმ

გამოყენება: ელ-ექტროტექნიკური და თბოგამტარი სპეციალური კომპონენტები.

რომელ ინდუსტრიებში გამოიყენება ჩვენი მეტალდამუშავების სერვისები?

QSPEED Laser-ის მეტალდამუშავების სერვისები პასუხობს სხვადასხვა სექტორის სპეციფიკურ მოთხოვნებს. ჩვენი ტექნოლოგიური ბაზა საშუალებას გვძლევს, ეფექტურად ვთანამშრომლოთ შემდეგ სფეროებთან:

  • მშენებლობა და არქიტექტურა: ფასადების დეკორატიული პანელები, ლითონის მოაჯირები, ფერმები, კრონშტეინები და დამჭერი ფლანგები.
  • სარეკლამო და დიზაინერული სექტორი: ლოგოების, მოცულობითი კონსტრუქციების, ვიტრინებისა და შიდა ინტერიერის მეტალის დეტალების გამოჭრა.
  • მანქანათმშენებლობა და ინდუსტრია: მაღალი სიზუსტის სათადარიგო ნაწილები, შასის ელემენტები და არასტანდარტული ტექნიკური კვანძები.
  • ავეჯის წარმოება: მეტალის კარკასები, თაროების სისტემები და დეკორატიული ტიხრები.

ნებისმიერი სირთულის პროექტისთვის, მეტალდამუშავების სერვისები QSPEED-ში გთავაზობთ ინდივიდუალურ მიდგომას. ჩვენ ვუზრუნველყოფთ როგორც ერთეულოვანი პროტოტიპების დამზადებას, ისე მსხვილ სერიულ წარმოებას.

თუ გსურთ მიიღოთ სრული მეტალდამუშავების სერვისები ერთ სივრცეში, გამოგვიგზავნეთ ნახაზი დღესვე და ჩვენი საინჟინრო გუნდი უმოკლეს ვადაში მოგიმზადებთ ოპტიმალურ B2B შეთავაზებას!

როგორ ხდება შეკვეთის დამუშავება?

📩 ნახაზის მიღება

გამოგვიგზავნეთ თქვენი მზა DXF / DWG ფაილი ელ-ფოსტაზე, WhatsApp-ში ან Viber-ში.

⏱️ ოპერატიული კალკულაცია:

ჩვენი გუნდი 15 წუთში დაითვლის ჭრის/დამუშავების ზუსტ ღირებულებასა და ჩაბარების ვადებს.

🛠️ წარმოება და ჩაბარება:

დეტალების მაღალსიზუსტიანი დამუშავება CNC აპარატურით, ხარისხის შემოწმება და მზა პროდუქტის გადაცემა.

რა ფორმატში უნდა მოგაწოდოთ ნახაზი შეკვეთისთვის?

შეკვეთისთვის ოპტიმალურია DXF ან DWG (2D ვექტორული) ფორმატის ფაილები. თუ არ გაქვთ ვექტორული ფაილი, შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ PDF ან ზომებიანი ესკიზი.

როგორ იანგარიშება ლაზერული ჭრისა და მოღუნვის ფასი?

მომსახურების ღირებულება დამოკიდებულია მეტალის ტიპზე, სისქეზე, ჭრის სიგრძეზე (მეტრაჟზე), ხვრელების/დეტალების რაოდენობასა და შეკვეთის მთლიან მოცულობაზე.

რა არის შეკვეთის შესრულების მინიმალური ვადა?

სტანდარტული შეკვეთები სრულდება 2-5 სამუშაო დღეში. გადაუდებელი ან ექსპრეს შეკვეთების შემთხვევაში, შესაძლებელია დეტალების დამზადება იმავე დღეს.

გაქვთ თუ არა მეტალის ნედლეული ადგილზე საწყობში?

დიახ, QSPEED-ის საწყობში მუდმივად გვექნება შავი ფოლადის, უჟანგავი ლითონის (INOX) ფურცლები სხვადასხვა სისქით. ასევე ვმუშაობთ დამკვეთის ნედლეულითაც.

რა არის მეტალის მაქსიმალური სისქე, რომელსაც ჭრით?

ჩვენი 6kW Fiber ლაზერით ვჭრით: შავ ფოლადს 25 მმ-მდე, უჟანგავ მეტალს 20 მმ-მდე, ალუმინს 12 მმ-მდე და თითბერს 8 მმ-მდე.

იღებთ თუ არა მცირე (ერთეულოვან) შეკვეთებს?

დიახ, ჩვენ ვმუშაობთ როგორც ინდივიდუალურ (1-2 დეტალი ან პროტოტიპი) შეკვეთებზე, ისე მსხვილ B2B სერიულ წარმოებაზე.

რა სიზუსტეს უზრუნველყოფს QSPEED-ის CNC აპარატურით დამუშავება?

თანამედროვე ბოჭკოვანი ლაზერი და CNC პრეს-მუხრუჭი უზრუნველყოფს მაღალ სიზუსტეს მინიმალური ცდომილებით (±0.1 მმ).

შესაძლებელია თუ არა მზა დეტალების ადგილზე მიწოდება?

დიახ, წინასწარი შეთანხმებით უზრუნველვყოფთ დამზადებული მეტალოკონსტრუქციებისა და დეტალების ტრანსპორტირებას თბილისსა და საქართველოს ნებისმიერ რეგიონში.

QSPEED წარმოადგენს MEPEQ Group-ის ინდუსტრიულ მიმართულებას. მეტალის დამუშავებისა და საინჟინრო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ოფიციალურ პორტალს.