მეტალის ქვიშით დამუშავება (Sandblasting) და ჟანგისგან წმენდა საამქროში

მეტალის ქვიშით დამუშავება (Sandblasting): ჟანგისგან წმენდა და შეღებვისთვის მომზადება

ნებისმიერი ლითონის ნაკეთობის დამზადებისას, იქნება ეს რთული არქიტექტურული ელემენტი, ინდუსტრიული აპარატურა თუ უბრალო საყრდენი ჩარჩო, მისი ექსპუატაციის ვადა პირდაპირპროპორციულია ზედაპირის დამუშვების ხარისხისის. ატმოსფერულ ნალექებს, ტენიანობასა და ქიმიურ ნივთიერებებს შეუძლია უმოკლეს დროში გამოიწვიოს კოროზია, თუ მეტალის ზედაპირი სათანადოდ არ არის მომზადებული. სწორედ ამიტომ, მეტალის ქვიშით დამუშავება ( ხშირად ცნობილ, როგორც “ქვიშასტრუიკა” ან Sandblasting ) წარმოადგენს აბრაზიული წმენდის ყველაზე ეფექტურ და გავრცელებულ ინდუსტრიულ მეთოდს.

ეს პროცესი უზრუნველყოფს ლითონის ზედაპირიდან ჟანგის, ძველი საღებავის, ნაგარის, ზეთებისა და სხვადასხვა დაბინძურების 100%-ით მოცილებას. სწორედ ამ ეტაპზე იქმნება ფუნდამენტი იმისა, რომ სრული მეტალის ფაბრიკაცია დასრულდეს მაღალი ხარისხის, კოროზიამედეგი პროდუქტით.

როგორ მუშაობს მეტალის ქვიშით დამუშავების ტექნოლოგია?

მეტალის ქვიშით დამუშავება ეფუძნება მაღალი წნევით ჰაერის ნაკადში აბრაზიული ნაწილაკების (კვარცის ქვიშა, კორუნდი, კუპროშლაკი ან ფოლადის საფანტი ) შერევას. სპეციალური პისტოლეტისა და საქშენის (nozzle) მეშვეობით აბრაზიული მასალა უზარმაზარი სუჩქარით ეჯახება მეტალის ზედაპირს.

ამ მექანიკური ზემოქმედების შედეგად ხდება ორი ძირითადი პროცესი:

  1. ღრმა წმენდა: აბრაზივი აშორებს არა მხოლოდ ზედაპირულ ჟანგს, არამედ აღწევს მეტალის მიკროსკოპულ ფორებშიც კი, საიდანაც სრულად გამოაქვს ოქსიდები.
  2. მიკრო-რელიეფის (პროფილის) შექმნა: ქვიშის შეჯახებისას მეტალზე წარმოიქმნება თანაბარი, ოდნავ ხოროვანი (Rough) სტრუქტურა. ეს მიკროპროფილი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ის ათჯერ ზრდის საღებავის ან გრუნტის ადჰეზიას (მიჭიდებას) მეტალის ზედაპირთან.

ქვიშით დამუშავების ძირითადი უპირატესობები

სხვა ტრადიციული მეთოდებთან ( ქიმიური დამუშავება ან მექანიკური წმენდა ზურმუხტის ჩოთქით ) შედარებით, ქვიშით წმენდას აქვს მთელი რიგი უპირატესობები:

  • აბსოლუტური სისუფთავე: აღწევს საერთაშორისო სტანდარტს Sa 2.5 ან Sa 3, რაც ნიშნავს. რომ ზედაპირზე არ რჩება კოროზიის არც ერთი კერა.
  • რთული გეომეტრიის გაწმენდა: იდეალურად წმენდს ისეთ ადგილებს, სადაც ხელით ინსტრუმენტის მიდგომა შეუძლებელია – შიდა კუთხეები, ხვრელები, ღარები და ნაკერები, რომლებიც წარმოიქმნება. როდესაც სრულდება MIG vs TIG შედუღება.
  • ეკოლოგია და უსაფრთხოება: არ გამოიყენება აგრესიული მჟავები აქ ქიმიური გამხსნელები, რომლებიც აზიანებს მეტალის სტრუქტურას.
  • სიჩქარე და ეფექტურობა: საშუალებას იძლევა მოკლე დროში დამუშავდეს დიდი ფართობის მქონე ლითონის კონსტრუქციები.

როდის არის აუცილებელი მეტალის ქვიშით დამუშავება?

Qspeed-ის პრაქტიკაში, მეტალის ქვიშით დამუშავება გამოიყენება რამდენიმე ძირითადი ამოცანის გადასაჭრელად:

  1. ფხვნილოვანი შეღებვის წინ (Powder Coating): ფხვნილოვანი საღებავი მოითხოვს იდეალურად სუფთა და გაცხიმოვნებულ ზედაპირს. თუ მეტალს აქვს თუნდაც მიკროსკოპული ნაგარი. საღებავი დროთა განმავლობაში დაიწყებს აცლას.
  2. ჭრისა და ღუნვის შემდგომი დამუშავება: მას შემდეგ, რაც შესრულდება სქელი მეტალის ჭრა ან ჩატარდება ფურცლოვანი მეტალის ღუნვა, მეტალის წიბოებისა და ზედაპირზე შესაზლოა დარჩეს თერმული დამუშავების კვალი. ქვიშით წმენდა ამ პრობლემას მომენტალურად ხსნის.
  3. ძველი დეტალებისა და რესტავრაციის დროს: ავტონაწილების, დისკების. ძველი ღობეებისა და მექანიზმების აღდგენისას, სადაც საჭიროა მრავალწლიანი ნადებებისა და საღებავის ფენების სრული მოცილება.
  4. სხვადასხვა ლითონების მომზადება: მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად შავი ფოლადი მუშავდება, ქვიშით დამუშავება გამოიყენება სპეციალური რეჟიმებით, როდესაც საქმე ეხება INOX (უჟანგავი ლითონი) vs შავი ფოლადის შედარებას, ან როდესაც სრულდება ალუმინის ლაზერული ჭრა და საჭიროა ზედაპირის მატოვირება.

ინტეგრაცია Qspeed-ის საწარმოო ციკლში

ჩვენს საამქროში მეტალის ქვიშით დამუშავება არის ერთიანი, უწყვეტი ტექნოლოგიური ჯაჭვის მნიშვნელოვანი რგოლი:

  1. დაპროექტება და ჭრა: პროცესიიწყება ციფრული სივრციდან, სადაც მზადდება DXF და DWG ნახაზები. შემდგომ, ლაზერული ჭრის პროექტირება (DMF) და სწორად ოპტიმიზებული ლაზერული ჭრის ფაილები უზრუნველყოფს დეტალების ამოჭრას.
  2. ჭრის ტექნოლოგია: გმაოიყენება მაღალი სიზუსტის Fiber ლაზერული ჭრა. უნაგარო წიბოების მისაღებად გამოიყენება ლაზერული ჭრა აზოტით, ხოლო ალტერნატიული მეთოდების შესაფასებლად შეგიძლიათ იხილოთ ლაზერული ჭრა vs პლაზმური ჭრა.
  3. მექანიკური დამუშავება: საჭიროებისამებრ სრულდება მეტალის ჩარხვა, სადაც დაცულია მეტალის ჭრის სიზუსტე.
  4. ქვიშით წმენდა და შეღებვა: აწყობილი დეტალი შედის ქვიშამტყორცნის კაბინაში, იწმინდება იდეალურად და ეგრევე გადადის ფხვნილოვანი შეღებვის საკანში, რაც გამორიცხავს ხელახალი დაჟანგვის რისკს.

თუ გაინტერესებთ, რა გავლენას ახდენს ეს პროცესი პროექტის საერთო ბიუჯეტზე, გაეცანით ჩვენს დეტალურ მიმოხილვას: მეტალის ფაბრიკაციის ფასი.

ხშირად დასმული კითხვები: მეტალის ქვიშით დამუშავება

  • რა განსხვავებაა ქვიშით დამუშავებასა და ხელით (ჩოთქით/ზურმუხტით) გაწმენდას შორის? ხელით ან კუთხსახეხით (ბარგალკით) გაწმენდისას შეუძლებელია მეტალის მიკრო-ფორებთან ჟანგის სრულად ამოღება. გარდა ამისა, ინსტრუმენტი ხშირად აპრიალებს მეტას, რაც ამცირებს საღებავის ადჰეზიას. მეტალის ქვიშით დამუშავება კი ქმნის იდეალურ მიკრო-ხოროხოვან ზედაპირს, სადაც საღებავი ჩაჯდება და წლობით არ აძვრება.
  • აზიანებს თუ არა ქვიშით დამუშავება თხელ მეტალს?
    თხელი ფურცლოვანი მეტალის დამუშვებისას (1.0მმ-ზე ნაკლები) არსებობს დეტალის დეფორმაციის (გაღუნვის) რისკი მაღალი წნევის გამო. ამიტომ, ასეთ შემთხვევებში გამოიყენება შედარებით ფრაქციული, მსუბუქი აბრაზივი და დაბალი წნევა, ან გამოიყენება ალტერნატიული, ნაზი წმენდის მეთოდები.
  • რამდენ ხანში უნდა შეიღებოს მეტალი ქვიშით დამუშვების შემდეგ?
    ქვიშით დამუშავებული მეტალი არის აბსოლუტურად “შიშველი” და ძალია მგრძნობიარეა ჰაერში არსებული ტენიანობის მიმართ. იდეალურ შემთხვევაში, ფხვნილოვანი შეღებვა ან გრუნტირება უნდა მოხდეს დამუშავებიდან უახლოს 2-4 საათში, სანამ მეტალის ზედაპირზე დაიწყება ხელახალი, მიკროსკოპული ოქსიდაციის პროცესი.
  • შესაძლებელია თუ არა უჟანგავი ლითონისა და ალუმინის ქვიშით დამუშავება?
    დიახ შესაძლებელია, თუმცა უჟანგავ ლითონზე ან ალუმინზე ჩვეულებრივი შავი ფოლადის აბრაზივის გამოყენება არ შეიძლება, რათა არ მოხდეს შავი მეტალის ნაწილაკების იმპლანტაცია, რაც მოგვიანებით გამოიწვევს ჟანგვას. ამისთვის გამოიყენება მინის კოჭები (Glass beads) ან უჟანგავი საფანტი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *