უჟანგავი ფოლადის მარკების 304 და 316 შედარება საამქროში

უჟანგავი ფოლადის მარკები (304 vs 316 ) როგორ ავირჩიოთ სწორად

საინჟინრო პროექტის დაპროექტებისას ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული გადაწყვეტილებაა სწორი მასალის შერჩევა. უჟანგავი ფოლადი (INOX) ( უჟანგავი ფოლადის მარკები ) პოპულარულია თავისი კოროზიამედგობით, სიმტკიცითა და ესთეტიური ვიზუალით. თუმცა, ტერმინი “უჟანგავი ფოლადი” ზოგადია – არსებობს ათობით სხვადასხვა შენადნობი, რომელთა შორის ყველაზე გავრცელებულია AISI 304 და AISI 316.

არასწორი მარკის შერჩევამ შეიძლება გამოიწვიოს ორი უკიდურესობა: ან მასალის ვადაზე ადრე დაჟანგვა და პროექტის კრახი, ან ზედმეტი ფინანსური ხარჯი ისეთ თვისებებში, რომელიც მოცემულ გარემოში საერთოდ არაა საჭირო.

როდესაც იგეგმება სრული მეტალის ფაბრიკაცია, ინჟინერმა ზუსტად უნდა იცოდეს, თუ რა პირობებში მოუწევს დეტალს მუშაობა.

ქიმიური შემადგენლობა: მოლიბდენის საიდუმლო

ვიზუალურად 304 და 316 უჟანგავი ფოლადის მარკები – ორივე მათგანს აქვს იდენტური ბზვინვარება და ტექსტურა, მთავარი განსხვავება მათ ქიმიური შემადგენლობაშია:

  • AISI 304 (18/8): შეიცავს დაახლოებით 18% ქრომს (Cr) და 8% ნიკელს (Ni). ქრომი ქმნის დამცავ ოქსიდურ აპკს, რომელიც იცავს მეტალს ჟანგბადისა და ტენიანობისგან. ეს არის ყველაზე გავრცელებული “კვების მრეწველობის” სტანდარტული უჟანგავი ფოლადი.
  • AISI 316 (Marine Grade): შეიცავს 16% ქრომს, 10% ნიკელს და რაც ყველაზე მთავარია, 2-3% მოლიბდენს (Mo). სწორედ მოლიბდენი ანიჭებს 316 მარკას ფენომენალურ გამძლეობას ქლორიდების, მარილების, მჟავებისა და ზღვის აგრესიული გარემოს მიმართ.

თუ გსურთ შეადაროთ უჯანგავი ლითონის ზოგადი თვისებები ჩვეულებრივ კონსტრუქციულ ფოლადს, გაეცანით ჩვენს სტატიას: INOX vs შავი ფოლადი. (უჟანგავი ფოლადის მარკები)

როდის ავირჩიოთ AISI 304?

  1. კვების მრეწველობა: სამზარეულოს ზედაპირები, ავზები, კვების გადამამუშავებელი დანადგარები.
  2. ინტერიერი და არქიტექტურა: მოაჯირები, ლიფტის კაბინები, დეკორატიული პანელები შენობის შიგნით.
  3. საყოფაცხოვრებო ტექნიკა: მაცივრები, სარეცხი მანქანები, წყლის ავზები.
  4. სტანდარტული გარემო: სადაც არ არის პირდაპირი კონტაქტი მარილწყალთან ან აგრესიულ ქიმიკატებთან.

როდის არის აუცილებელი AISI 316?

  1. ზღვისა და სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურა: გემების დეტალები, პორტის აღჭურვილობა, სანაპიროზე განთავსებული ლითონის კონსტრუქციები.
  2. ქიმიური და ფამარცევტული მრეწველობა: მჟავების, ტუტეებისა და მედიკამენტების შესანახი ჭურჭელი.
  3. სამედიცინო აღჭურვილობა: ქირურგიული ინსტრუმენტები და იმპლანტები.
  4. საბასეინო სისტემები: სადაც წყალი ქლორირებულია – ქლორი 304 მარკას დროთა განმავლობაში წერტილოვან კოროზიას უჩენს.

ჭრისა და დამუშვების ტექნოლოგიური სპეციფიკაცია

ორივე მარკის უჟანგავი ფოლადი (უჟანგავი ფოლადის მარკები) მიეკუთვნება აუსტენიტურ კლასს, რაც ნიშნავს, რომ მათ ახასიათებთ მაღალი სიბლანტე და დამუშავებისას გამყარების (Work Hardening) ტედენცია.

პროექტირება და ფასის წარმოქმნა

316 მარკის უჟანგავი ფოლადი მოლბდენისა და ნიკელის მაღალი შემცველობის გამო დაახლოებით 30-40%-ით ძვირია, ვიდრე 304 მარკა. ამიტომ, პროექტის ბიუჯეტის ოპტიმიზაციისთვის აუცილებელია სწორი DFM ანალიზი.

ნახაზების მომზადებისას გამოიყენება DXF და DWG ნახაზები. სწორად დაპროექტებული ლაზერული ჭრის ფაილები და ლაზერული ჭრის პროექტირება ამცირებს მასალის დანაკარგს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი ძვირადღირებული ლითონის დამუშავებისას.

საერთო ხარჯების დასათვლელად იხილეთ ჩვენი გზამკვლევი: მეტალის ფაბრიკაციის ფასი. თუ პროექტში ასევე გამოიყენება მსუბუქი ლოთონები, წაიკითხეთ Qpseed-ის ალუმინის ლაზერული ჭრა.

ხშირად დასმული კითხვები: უჟანგავი ფოლადის მარკები

  • როგორ გავანსხვაოთ AISI 304 და AISI 316 (უჟანგავი ფოლადის მარკები) ერთმანეთისგან?
    ვიზუალურად მათი განსხვავება შეუძლებელია. უბრალო მაგნიტითაც ვერ გაასხვავებთ, რადგან ორივე აუსტინურია და თითქმის არ იკრობს მაგნიტს. ერთადერთი ზუსტი მეთოდია ქიმიური ტესტი ( სპეციალური რეაქტივი, რომელიც 316-ზე მოლიბდენის არსებობის გამო ფერს იცვლის ) ან ლაბორატორიული სპექტრომეტრია.
  • იჟანგება თუ არა AISI 304 უჟანგავი ფოლადი?
    დიახ, გარკვეულ პირობებში 304 მარკაც შეიძლება დაჟანგდეს. თუ მასზე მოხვდება ქლორიდები ( მაგალითად, ზღვის მარილი ან აგრესიული საწმენდი საშუალებები ), წარმოიქმნება წერტილოვანი კოროზია ( Pitting ). ასეთი გარემოსთვის აუცილებელია 316 მარკის გამოყენება.
  • რა არის AISI 304L? და 316L ( ასო L-ის მნიშვნელობა) უჟანგავი ფოლადის მარკები?
    ასო “L” ნიშნავს Low Carbon-ს ( ნახშირბადის დაბალ შემცველობას, <0.3% ). ეს მარკები (304L/316L) სპეციალურად შექმნილია შედუღებისთვის. დაბალი ნახშირბადი გამორიცხავს ნაკერის ზონაში ქრომის კარბიდების დალექვას, რაც ინარჩუნებს კოროზიამედეგობას უშუალოდ შედუღების ნაკერთან.
  • შეიძლება თუ არა 304 და 316 მარკის დეტალების ერთმანეთზე შედუღება?
    დიახ, მათი ერთმანეთთან შედუღება სრულიად შესაძლებელია. ამ დროს გამოიყენება 316L მარკის დამხმარე მავთული ( Filler Metal ), რათა ნაკერმა შეინარჩუნოს მაღალი კოროზიამდგრადობა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *